სამედიცინო ავიარეისი

2017 წლის მაისი

კომპანია “ეარ ჩარტერი”-ში შემოვიდა ზარი სამედიცინო ჩარტერის შესრულებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეს ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. უნდა განხორციელებულოყო პაციენტის გადაყვანა ისრაელის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, მისი გადაადგილება შეუძლებელი იყო რეგულარული ფრენის მეშვეობით, მისი გადაყვანა უნდა მომხდარიყო სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავით. ჩვენმა კომპანიამ უზრუნველყო პაციენტის გადაყვანა შესაბამისი აღჭურვილობის მქონე თვითმფრინავით, შემოსული ზარიდან 6 საათში. დღეს პაციენტი თავს გრძნობს კარგად.

შეკვეთის ხანგრძლივობა: 6 საათი
მარშრუტი: თბილისი – თელ-ავივი