ჩვენ შესახებ

ლევანი გურგენიძე, ლიტერი ჯგუფის დამაარსებელი, მუშაობდა ქართულ ავიაკომპანიაში ჩარტერული რეისების დაგეგმვისა და უზრუნველყოფის მიმართულებით.
მისი მთავარი მოვალეობა იყო გაეროს სამშვიდობო მისიების ჩარტერული რეისებით გადაყვანა მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე. ასევე საპრეზიდენტო, სამთავრობო დელეგაციებისთვის, ადგილობრივი სპორტული გუნდებისა და მათი გულშემატკივერებისთვის ჩარტერული რეისების დაგეგმვა- ორგანიზება.

14 წლიანი გამოცდილების შემდეგ ის ქმნის საკუთარ კომპანიას და გადის საჰაერო ჩარტერების ბაზარზე ლიტერი ჯგუფში შემავალი „ეარ ჩარტერი”-ს სახელით.

„ეარ ჩარტერი“-ს საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია, თანხვედრაში მოვიდეს საჰაერო ჩარტერების ბაზარზე არსებული მომხმარებლის მოთხოვნებთან.
ძირითადად მომხმარებელს სურს:
•    კომფორტული ფრენა
•    დროული მოსახურეობა
•    პროფესიონალ გუნდთან მუშაობა

ჩვენ ვთანამშრომლობთ საჰაერო ჩარტერების ინდუსტრიაში არსებულ ყველა მონაწილესთან: აეროპორტებთან, ავიაკომპანიებთან და საწვავის მომწოდებლებთან, რისი მეშვეობითაც  რეისების ორგანიზება ხდება ნაკლებ დროში და მინიმალური დანახარჯით.

10 + წლიანი გამოცდილება თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჩარტერის.

„ეარ ჩარტერი“-ს კალიფიცირებული თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან გაგიწიონ მაღალი ხარისხის მომსახუროება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.